ლაზარე, იცავდა საქართველოს კონსტიტუციას. დასასჯელია ყველა, ვინც კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელა და რუსულ კანონს ხელი მოაწერა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი პარტია ცდილობს, 9 აპრილის აქციის წინ, მოსახლეობა დააშინოს და მოახდინოს ძალის დემონსტრირება, ამით კი კრემლს აჩვენებენ, რომ ყველას დასჯიან, ვინც საქართველოში პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ წავა.
"ლაზარე, იცავდა საქართველოს კონსტიტუციას. დასასჯელია ყველა, ვინც კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელა და რუსულ კანონს ხელი მოაწერა. სამშობლოს გამყიდველი და კრიმინალია ბიძინა ივანიშვილი - რუსული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები.
რუსული ოცნება ცდილობს, 9 აპრილის აქციის წინ, დაგვაშინოს და ძალის დემონსტრირებას ახდენს. რუსული ოცნება აჩვენებს კრემლს, რომ ყველას დასჯის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ვინც კრემლის, პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგია საქართველოში.
არ გვაქვს არანაირი უფლება დაყოფის, გათითოკაცებისა და დაქსაქსვის !!! ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია - 9 აპრილს 17:00 საათზე შევიკრიბოთ ყველადავიცვათ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და არ დავუშვათ ლაზარესა და ახალგაზრდების რეპრესიები", - წერს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.
აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press