"თავისუფლება ლაზარეს" - ამ სახელწოდებით დღეს დედაქალაქში მოქალაქეებმა პარლამენტთან "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს.
აქციის ორგანიზატორი ბესო ჯღარკავა აცხადებს, რომ შეკრების მთავარი მიზეზი ლაზარე გრიგორიადისის დაკავება გახდა, მათი მოთხოვნა კი ლაზარეს გათავისუფლებაა.
"ჩვენი მთავარი შეკრების მიზეზი იყო რადგან დაიჭირეს ლაზარე, სავალდებულოა ლაზარე გამოუშვან და შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა, და შეწყდეს საქართველოს რუსეთიზაცია და ბელორუსიზაცია", - აცხადებს ბესო ჯღარკავა.
სოლიდარობის აქცია ხვალ 20:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთანაც იგეგმება.
,,მარტის აქციების დროს ქართველმა ხალხმა წარმატებას მიაღწია და ხელისუფლებას, ამ ეტაპზე მაინც, ხელი ააღებინა უცხო გავლენის შესახებ რუსული კანონის მიღებისგან, არ შეიძლება ამ უკანდახევით გამოწვეული ბრაზი ლაზარეზე გადავატეხინოთ.
ყველამ უნდა გადავარჩინოთ ის, ვისაც რუსეთის გამო მსხვერპლად სწირავენ !
მისი დაჩაგვრა არ უნდა დავუშვათ !
შაბათს, 1 აპრილს, 20:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან!", - წერია ორგანიზატორთა განცხადებაში.
ცნობისთვის, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.
აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press