რუსეთი ამერიკელ დიპლომატებს WSJ-ის დაკავებული ჟურნალისტის მონახულების უფლებას ამ დრომდე არ აძლევს, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ მუშაობს რუსეთში დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის ევან ჰერშკოვიჩთან შეხვედრის უზრუნველსაყოფად.
მანვე დასძინა, რომ აშშ-ის ყველა მოქალაქემ უნდა დატოვოს რუსეთი, ვინაიდან რუსეთში ამერიკის მოქალაქეებისთვის მტრული გარემოა.
"ახლა ამერიკელებისთვის რუსეთში ყოფნის დრო არ არის. თუ ახლა რუსეთში იმყოფებით - საქმისთვის,სიამოვნებისთვის თუ ნებისმიერი ტიპის მოგზაურობისთვის - უნდა დატოვოთ რუსეთი, ვინაიდან რუსეთში ამერიკის მოქალაქეებისთვის მტრული გარემოა", - განაცხადა კირბიმ.
ცნობისთვის, რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გერშკოვიცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა (ჯაშუშობა) აღძრული.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press