რუსეთის პრეზიდენტს სურს აჩვენოს გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები ან გამარჯვებები, მაგრამ მან ვერ მიაღწია მათ ბრძოლის ველზე და აბსოლუტურად ნათელია, როგორ დასრულდება მათ მიერ დაწყებული სისხლიანი ომი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოლდოვის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ატომურ იარაღს განათავსებს, ჩინეთთან წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს.
"თუ გსურთ, იცოდეთ ჩემი პირადი აზრი, ვფიქრობ, ინფორმაცია, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ატომურ იარაღს განათავსებს, ჩინეთთან წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს. რუსეთს სურდა დემონსტრირება, რომ ის კვლავ თამაშობს გარკვეულ როლს, რაც რუსეთმა პრეზიდენტ პუტინის მმართველობის დროს დაკარგა. მეორე, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტს სურს აჩვენოს გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები ან გამარჯვებები, მაგრამ მან ვერ მიაღწია მათ ბრძოლის ველზე და აბსოლუტურად ნათელია, როგორ დასრულდება მათ მიერ დაწყებული სისხლიანი ომი", - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ბუჩის გათავისუფლების წლისთავზე უკრაინაში მოლდოვის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლიდერები ჩავიდნენ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press