საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, 5 აპრილს პეკინში გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაკრონის თქმით, ის მზად არის ითანამშრომლოს ჩინეთთან, მაგრამ შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს იმ შემთხვევაში თუ, ჩინეთი რუსეთის დახმარებას გადაწყვეტს.
მაკრონის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ომის ვითარების შეცვლა ორივე მიმართულებით შეუძლია.
„მთავარი არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩინეთთან, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, მკვეთრად შეიცვალოს, თუ ჩინეთი გადალახავს ზღვარს და გადაწყვეტს, რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს“, - განაცხადა მაკრონმა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press