უკრაინაში, ბახმუტისთვის გამართულ ბრძოლებში დაიღუპა ქართული პარტიზანული ნაწილის მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი.
ინფორმაცია ქართველმა მებრძოლებმა დაადასტურეს.
კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლიმა ნადიმ ხმალაძემ დაწერა: სამწუხაროდ კიდევ ერთი მებრძოლი დაეცა. დიდება გმირებს". - წერს ხმალაძე Facebook-ზე.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მიხეილ მაზანაშვილი წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ის უკრაინაში იბრძოდა. „ხვალ მისი დაბადების დღეა. უკრაინაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა. უკრაინელი ცოლი ჰყავდა. პატრიოტი ადამიანი იყო“. მიხეილ მაზანაშვილი გორიდან, სოფელ ზერტიდანაა. ოჯახის ინფორმაციით, 29 წლის ქართველ მებრძოლს საქართველოში გადმოასვენებენ. უკრაინაში ომის დაწყებიდან 40-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press