პირველი აპრილი. მოტყუების დღე. ყველაზე ცუდი ხუმრობა რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობაა, - ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
მისივე თქმით, გაეროს ორგანო პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ამის პარალელურად კი მისი თავმჯდომარე აგრესორი ქვეყანა რუსეთი ხდება.
"პირველი აპრილი. მოტყუების დღე. ყველაზე ცუდი ხუმრობა რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობაა. ეს ორგანო პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. როგორც ჩანს, სამყარო შეიშალა", - წერს სტეფანჩუკი.
შეგახსენებთ, რუსეთი ერთი თვით გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press