ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში იმყოფება, ის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრას ყოფილი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ 12 რეკომენდაციას, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
"საქართველოს მოსახლეობა, მოქალაქეები, ყველა თქვენგანი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ შემდეგ ვხედავთ, თუ რას აკეთებს მთავრობა და ეს არის დიდი უფსკრული.
ზოგიერთ სფეროში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პროგრესს, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ ფურცელზეა და ჩვენ უნდა ვნახოთ მათი შესრულება. ჯერ კიდევ დიდ კითხვის ნიშანს ვხედავთ დეოლიგარქიზაციასთან, დეპოლარიზაციასა და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ ეს გამოსწორდება", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press