Foto

კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვრის, ხალხში წოდებული პაშა მერსედესის სახლი და ქონება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევ-პეჩერსკის ლავრის წინამძღვრის, მიტროპოლიტ პაველის სახლში დღეს ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

ახლა ის სასამართლოშია, სადაც აღკვეთის ღონისძიება უნდა იქნას შერჩეული. პროკურატურა მის შინაპატიმრობას ითხოვს.

უკრაინელი ჟურნალისტები წერენ, რომ მიტროპოლიტი პავლე (ზედმეტსახელად „პაშკა მერსედესი“) 29 მარტს განსაკუთრებული გაღიზიანებით გამოირჩეოდა. ის კატეგორიულად უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას საზღვარგარეთ მის გამგზავრებასთან დაკავშირებით, რისი ეჭვიც გამოიწვია მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ ერთ-ერთ საპასპორტო სერვისცენტრში.

მიტროპოლიტ პავლეს წინააღმდეგ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე 2023 წლის იანვარში აღიძრა; ხოლო 2022 წლის დეკემბერში, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, მოხვდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ სანქცირებულთა სიაში. 10-წევრიანი სიის ფიგურანტებს ბრალად ედებათ რუსეთის ინტერესების სასარგებლო საქმიანობა.

Дом Павла

SBUCopyright: SBU

Дом Павла

SBUCopyright: SBU

Дом Павла

SBUCopyright: SBU

Дом Павла

SBUCopyright: SBU

Дом Павла