გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო ინსტიტუტების სრულ გაკოტრებას ადასტურებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, არ არსებობს ტერორის ისეთი ფორმა, რომელიც რუსეთს ჯერ არ განუხორციელებია.
"დღეს, ტერორისტმა სახელმწიფომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობა დაიწყო. გუშინ, რუსეთის არმიამ კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი მოკლა - ხუთი თვის ბიჭი, მას დანიილი ერქვა... რუსული არტილერია და ამავდროულად, რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობს. ეს არის რთული რამის წარმოდგენა, რაც უფრო მეტად ადასტურებს ასეთი ინსტიტუტების გაკოტრებას... ტერორის თანამონაწილეების დაბლოკვა, ტერორისტული სახელმწიფოს იზოლირება, მისი დამარცხება და სასამართლო პროცესები - ეს ელის ყველას, ვინც დაიწყო და აწარმოებს ომს უკრაინისა და საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ",- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, 2023 წლის 1-ელი აპრილიდან რუსეთის ფედერაცია ერთი თვით გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. რუსეთი საბჭოს თავმჯდომარე ბოლოს 2022 წლის თებერვალში იყო, როდესაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press