კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტ პაველს, კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ, 60-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.
მიტროპოლიტი სასამართლო სხდომაზე ცუდად გახდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სასამართლო მის იძულებით გადაადგილებაზე დათანხმდა.
სასულიერო პირი ეჭვმიტანილია რელიგიათაშორისი სიძულვილის გაღვივებასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლებაში.
ცნობისთვის, 29 მარტს ამოიწურა ვადა, რომლითაც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერებს დაევალათ კიევ-პეჩორის ლავრის მონასტრის დატოვება, რის შემდეგაც ძველი უკრაინული მონასტრის ობიექტების სახელმწიფოში გადაცემის შესახებ კომისიის მუშაობა უნდა დაწყებულიყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press