Foto

კრამონი - „უფლება, რომელიც არ გამოიყენება, კვდება“ - ქართველებმა ეს ყველაზე კარგად იციან

ქართველები შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას ხშირად და ხმამაღლა იყენებენ,- ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს.

კრამონი სოციალურ ქსელში, განცხადებასთან ერთად, აქვეყნებს ვიდეოკადრებს, რომელიც გუშინ, მთავრობის კანცელარიის წინ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას ასახავს.

"ჰაინრიხ ბიოლმა თქვა: „უფლება, რომელიც არ გამოიყენება, კვდება; თავისუფლება, რომელიც არ გამოიყენება, ქრება“. ქართველებმა ეს ყველაზე კარგად იციან. ამიტომ, ხშირად და ხმამაღლა იყენებენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას!"- წერს კრამონი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1-ელ აპრილს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მთავრობის ადმინისტრაციასთან, ლაზა გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე თვითონაც იმყოფებოდა.