ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკომისია ნამდვილად მისცემს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან ქართველი ხალხი ამას იმსახურებს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
როგორც კრამონმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში აღნიშნა, არსებობს ინტერესი, რომ საქართველო ევროკავშირსა და ევროპას დაუახლოვდეს.
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკომისია ნამდვილად მისცემს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან ქართველი ხალხი ამას იმსახურებს და ჩვენი ინტერესი გახლავთ, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და ევროპას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრობლემის გადაჭრის გზას მოვძებნით და ნამდვილად ეს არ იქნება უბრალოდ ფუჭად მიცემული და არ იქნება მიცემული იმიტომ, რომ "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, არამედ მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კრიტერიუმი, ყველა რეკომენდაცია იქნას დაკმაყოფილებული და არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში ვინ იქნება ხელისუფლებაში. პოლიტიკური ნებაა საჭირო ისევე, როგორც ხალხის ნება და კომისია ნამდვილად მზად იქნება, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით თუ როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა კრამონმა.
ცნობისთვის, გერმანელი ევროპარლამენტარი საქართველოში იმყოფება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press