"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ქალაქის მერიასთან შეკრებილმა პარტიის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაც მოითხოვეს.
"თქვენ ყველაზე კარგად იცით, ვინ არის ბოროტი - რუსი ოლიგარქი, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ქვეყანა; რომელსაც არ უყვარს საკუთარი ხალხი; რომელსაც არ უყვარს საკუთარი ქალაქები, პატრიოტი ხალხი. თქვენ ყველაზე კარგად უწყით, რომ მათ შორის სძულს ქალაქი ქუთაისი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპარლამენტო მნიშვნელობის ქალაქს როგორ წაართმევდა პარლამენტს. მნიშვნელოვანია, რომ 9 აპრილს მთელი საქართველო შევიკრიბოთ და ვთქვათ - არა რუსულ მთავრობას", - მიმართა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აქციაზე შეკრებილებს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press