ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოში გერმანელი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის ვიზიტს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კრამონი საქართველოში დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცისთვის ჩამოვიდა.
"ვიოლა ფონ კრამონი ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით ყველაფერს ხაზს უსვამს. იგი იმისთვის ჩამოვიდა, რომ დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა. ყველაფერი უკვე ნათელი გახდა. ფაქტობრივად, ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებასა და ისეთი სახის დაპირისპირებაში, რომელიც დაკავშირებულია სისხლთან, აუცილებლად დაკავშირებულია ადამიანურ მსხვერპლთან...
ფონ კრამონი არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ამას უჭერს მხარს... საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე, ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში რეზოლუციის შემქმნელები, ლობისტები არიან და საქართველოს წინააღმდეგ არიან მიმართულები“,- აცხადებს ვოლსკი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press