„რუსული ოცნების“ ისტერია ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით, ნათლად აჩვენებს მათ განზრახ საბოტაჟს ევროკავშირის მიმართ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, მმართველი პოლიტიკური პარტია პუტინს ან ლავროვს არ აკრიტიკებს, "ლანძღავენ მხოლოდ მათ, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს უჭერს".
"ისევ იმავეს ვუყურებთ, რასაც აქამდე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ლანძღავენ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას მათ ლანძღავენ. ჩვენ მათგან არ ვისმენთ პუტინის ლანძღვას, ან ლავროვის კრიტიკას. ასეთ რამეს ვერ გაიგებთ. თქვენ მხოლოდ ნახავთ იმ ადამიანების ლანძღვას, შავ პიარს, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. ეს ისტერია, რაც რუსულ ოცნებაშია ატეხილი, მიანიშნებს, რომ საბოტაჟირებენ ჩვენს მომავალს და რუსულად, კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მესიჯებით საუბრობენ, იგივეა, რაც ფონ კრამონთან დაკავშირებით ახლა ხდება",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, 2 აპრილს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გერმანელი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებს მონაწილეობას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press