ახლა მთავარია, გავუფრთხილდეთ ჩვენს ერთობას, ვიზრუნოთ ჩვენს დამცველებზე, დავეხმაროთ ერთმანეთსა და სახელმწიფოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიიულ ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა უკრაინის არმიის ჯარისკაცებს, რომლებიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ავდეევკაში, მარინკასა და ბახმუტში იბრძვიან.
„დღეს რუსმა ტერორისტებმა დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკაში საცხოვრებელი ადგილები კვლავ დაბომბეს. რუსული დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა - 3 ქალი, 3 მამაკაცი, დონბასის ჩვეულებრივი ქალაქის უბრალო ხალხი. დაშავდა კიდევ 11 ადამიანი. რუსეთმა კონსტანტინოვკას წინააღმდეგ გამოიყენა „ეს-300“-ის ტიპის რაკეტები და „ურაგანის“ სარაკეტო სისტემა...
არსებობს მხოლოდ ერთი გზა რუსული ტერორის შესაჩერებლად და უსაფრთხოების აღსადგენად ჩვენს ყველა ქალაქსა და დასახლებაში - სუმის რეგიონიდან დონბასამდე, ხარკოვის რეგიონიდან ხერსონამდე, კიევის ოლქიდან იალტამდე. ეს გზა უკრაინის სამხედრო გამარჯვებაა. სხვა გზა არ არის და არც იქნება“, - აცხადებს ზელენსკი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press