პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავას 5 აპრილს ეწვევა.
მარშინ პშიდაჩის თქმით, "იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოების ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე".
"ვიზიტი გაიმართება პრეზიდენტის (ანდჟეი) დუდას მოწვევით. იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოების ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე", - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საკითხებში, მარშინ პშიდაჩმა, რადიო RMF-სთან საუბრისას.
ცნობისთვის, ზელენსკი ბოლოს პოლონელ კოლეგას 2022 წლის დეკემბერში შეხვდა აშშ-ში ვიზიტის შემდეგ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press