ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანა მარინის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ დამარცხდა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Deutsche welle ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხმების 95%-ის დათვლის შემდეგ, პირველ ადგილზე კონსერვატიული „ეროვნული კოალიციის პარტიაა“ 20.7%-ით, მეორე ადგილს იკავებს ულტრამემარჯვენე „ფინელების პარტია“ 20.1%-ით.
გამარჯვებული ოპოზიციური პარტიის ცნობით, "მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები კოალიციური პარტიის ხელმძღვანელობით დაიწყება".
„არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ფინეთის ახალი მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები დაიწყება ეროვნული კოალიციური პარტიის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ოპოზიიური პარტიის ლიდერმა, პეტერი ორპომ.
სანა მარინმა ოპონენტს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ "დემოკრატიამ თავისი სათქმელი თქვა".
"გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებულს, გილოცავთ ეროვნულ კოალიციურ პარტიას, გილოცავთ ფინეთის პარტიას. დემოკრატიამ თავისი სათქმელი თქვა", - უთხრა მარინმა მხარდამჭერებს.
ცნობისთვის, სანა მარინი არჩევნებში მეორე ვადით იბრძოდა. 2019 წელს ის გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი, მან თანამდებობა 34 წლის ასაკში დაიკავა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press