გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ნაუსედამ აღნიშნა, ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვის გზა ქვეყნის ტრანსფორმაციის გზაა.
"გილოცავთ თქვენ და თქვენს ხალხს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა, ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა, ეს არის ხელშესახები რეფორმები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს მოქალაქეებისთვის და კეთილდღეობისთვის. გვწამს, ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და გვჯერა, რომ ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლიდირებელი, რომ განახორციელოს რეფორმები", - განაცხადა ნაუსედამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ, შეხვედრები ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან და სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან.
საქართველოს პრეზიდენტი ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს.
სალომე ზურაბიშვილი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ ,,უკრაინულ ცენტრს" ეწვევიან.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press