პაციენტს გადაადგილება შეუძლია დამოუკიდებლადაც გარკვეულ მანძილზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იყენებს დამხმარე საშუალებებსაც, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშილმა უარი თქვა იმ პროცედურების გაგრძელებაზე, რაც მის რეაბლიტაციას გულისხმობს.
"რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, რაიმე განსაკუთრებული გაუარესება, მაგალითად, ნევროლოგიური სტატუსი, არ აღენიშნება პაციენტს. პაციენტს გადაადგილება შეუძლია დამოუკიდებლადაც გარკვეულ მანძილზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იყენებს დამხმარე საშუალებებსაც. ჩვენ ამიტომ გვყავდა მოწვეული სპეციალისტი, რომელიც არის რეაბილიტოლოგი და ატარებდა შესაბამის პროცედურებს, რომ კიდევ უფრო გააქტიურებულიყო, იგი ხელს უწყობდა კუნთოვანი მასის განვითარებასა და მოძრაობაში გააქტიურებას, მაგრამ პაციენტმა, სამწუხაროდ, უარი განაცხადა ამ პროცედურების გაგრძელებაზე. ჩვენ, არაერთხელ გვყავდა მოწვეული სპეციალისტი არაერთხელ, რომელმაც ასევე დააფიქსირა ჩაკეტილ სივრცეში შეუგუებლობა, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი", - აღნიშნა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, 2 აპრილს კლინიკა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად სახალხო დამცველის კონსილიუმი შევიდა. როგორც კონსილიუმიის წევრებმა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილის სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და დასჭირდება სერიოზული ჩარევები, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press