ფინეთი ნატო-ს წევრი ქვეყანა ოფიციალურად ხვალიდან გახდება. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ფინეთი 4 აპრილს, ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების დოკუმენტს შეიტანს.
ნატო-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ხვალიდან ნატო უფრო ძლიერი გახდება, ფინეთი კი - გაცილებით უსაფრთხო და სტაბილური.
„ფინეთი 4 აპრილს, ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების დოკუმენტს შეიტანს. დოკუმენტს საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო შეიტანს“, - ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ფინეთმა სამხედრო ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მიიღო.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press