Foto

ზელენსკი - უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია განთავისუფლდება, რუსულ ჯარს აქვს დრო დატოვონ ტერიტორიები

უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია განთავისუფლდება, ასე რომ, თუ რუსული ჯარები ტერიტორიას არ დატოვებენ, ისინი განადგურდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ ზუსტი თარიღი არ აღნიშნა, თუ როდის იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად კონტრშეტევისთვის, მაგრამ დარწმუნებით განაცხადა, რომ სამხედროები ტერიტორიების დეოკუპაციისთვის აქტიურ რეჟიმში ემზადებიან.

"კონკრეტულ საკითხებზე არ ვისაუბრებ, რადგან რუსეთის ფედერაციის ტერორისტებს ვერ მივცემთ საშუალებას, მოემზადონ ჩვენი მეთოდებისა და დეოკუპაციის ნაბიჯებისთვის. მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ და მათ ეს უნდა იცოდნენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ დატოვონ ტერიტორიები, წინააღმდეგ შემთხვევაში, განადგურდებიან.

მომავალი კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი თავდაცვისთვის და გამარჯვებისკენ წინსვლისთვის. ჩვენ უკვე ვემზადებით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის და გადაწყვეტილებებისთვის", განაცხადა ზელენსკიმ.