ნორვეგია და დანია უკრაინას 8 000 საარტილერიო ჭურვს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიისა და დანიის თავდაცვის სამინისტროები ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოსლო უკრაინას 155მმ-იან საარტილერიო ჭურვებს გადასცემს, ხოლო კოპენჰაგენი - დეტონატორებს.
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის თქმით, ევროპისა და ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ რუსული თავდასხმის მოგერიება შეძლოს.
"უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მოთხოვნილება აქვს. ნორვეგია ხელს შეუწყობს უკრაინას ისე, როგორც შეუძლია. ევროპისა და ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს რუსული თავდასხმის მოგერიება", - განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press