სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მოადგილეების პოსტზე ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე წარადგინა.
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ერთ-ერთი ახალი მოადგილე, ნათია ჯულაყიძე პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დისშვილი და პარტიის შემწირველია.
ნათია ჯულუყიძის თქმით, ის და ალეკო ელისაშვილი ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან, მაგრამ ის ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, ვინაიდან, მან შემოთავაზება სახალხო დამცველისგან მიიღო, რომელიც არის ლევან იოსელიანი და მასთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს.
"კი, მე და ალეკო ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, ალეკო არის ჩემი ბიძა, ბიძად მეკუთვნის, მისი დისშვილი ვარ, უხერხულობას არ მიქმნის ის, რომ ჩემი ნათესავი მოქმედი პარლამენტის წევრია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სახალხო დამცველის აპარატთან. მე უბრალოდ პარტიის ერთ-ერთი წევრი ვიყავი, მე მანამდე, ლევანთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი.
მე შემოთავაზება სახალხო დამცველისგან მივიღე, რომელიც არის იოსელიანი, რომელთანაც არანაირი ნათესაური კავშირი არ მაქვს", - განაცხადა ჯულაყიძემ.
დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსუ...
უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტე...
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
Mana press