Foto

სამადაშვილი სახალხო დამცველის მოადგილეზე - სულ რომ ნობელის პრიზის ლაურეატი იყოს, მაინც სამარცხვინო ამბავია

იოსელიანი ეტყობა იმ პირობით დანიშნეს ქოცებმა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს უბრალოდ კი არ გაანეიტრალებდა, არამედ რაღაც კანტორად აქცევდა, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის ნათესავი, სულ რომ ნობელის პრიზის ლაურეატი იყოს ადამიანის უფლებების დაცვის დარგში, მისი მოადგილედ დანიშვნა მაინც სამარცხვინო ამბავია.

"იოსელიანი ეტყობა იმ პირობით დანიშნეს ქოცებმა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს უბრალოდ კი არ გაანეიტრალებდა, არამედ რაღაც კანტორად აქცევდა.

წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა მისი პარტიის თავმჯდომარის ნათესავი, სულ რომ ნობელის პრიზის ლაურეატი იყოს ადამიანის უფლებების დაცვის დარგში, მაინც სამარცხვინო ამბავია მისი მოადგილედ დანიშვნა.

თავისუფლად შეეძლო პირიქით, არასამთავრობო სექტორის ნდობით აღჭურვილი პირი დაენიშნა და ამით მის მიმართ უნდობლობის პრობლემა შეემსუბუქებინა", - განაცხადა სამადაშვილმა.