თუ ნატო-ს სხვა წევრების ძალები და რესურსები ფინეთში განლაგდება, ჩვენ მივიღებთ დამატებით ზომებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.
მისივე თქმით, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საპასუხოდ რუსეთი დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში სამხედრო პოტენციალს, სამხედრო უსაფრთხოების საიმედოდ უზრუნველსაყოფად გააძლიერებს.
"ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სამხედრო პოტენციალს დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ NATO-ს სხვა წევრების ძალები და რესურსები ფინეთში განლაგდება, ჩვენ მივიღებთ დამატებით ზომებს რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების საიმედოდ უზრუნველსაყოფად". - აღნიშნა გრუშკომ მედიასთან საუბრისას.
ცნობისთვის, ფინეთი ნატო-ს წევრი ქვეყანა ოფიციალურად ხვალიდან გახდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press