Foto

დონალდ ტრამპი ფლორიდიდან, ნიუ-იორკში გაემგზავრა

აშშ-ის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ფლორიდის ქალაქ პალმ ბიჩიდან, ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში მოსალოდნელი ბრალდების წაყენების წინ გაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპი ღამეს თავის სასტუმრო Trump Tower-ში გაატარებს, რის შემდეგაც სამშაბათს მანჰეტენში სასამართლო სხდომას დაესწრება. 

ტრამპმა მომხდარი, როგორც პოლიტიკური დევნად და არჩევნებში ჩარევის მცდელობად შეაფასა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპისთვის მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა  კოლეგიამ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა. საქმის დეტალების მიხედვით, 2016 წლის არჩევნების დროს, ტრამპმა პორნომსახიობ სტორმი დენიელს 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე საუბარი შეეწყვიტა. 

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოქმედ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდებას წაუყენებენ