Foto

უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 175 690-მდე ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 175 690-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 04 აპრილის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 175 690;
  • ტანკი - 3 627;
  • ჯავშანტექნიკა - 6 999;
  • საარტილერიო სისტემა - 2 697;
  • სარაკეტო სისტემა - 528;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 280;
  • თვითმფრინავები - 306;
  • ვერტმფრენი - 291;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -  2 277;
  • საკრუიზო რაკეტები - 911;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 562;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 298.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.