უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 12 ადამიანი გაათვისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
მათი ცნობით, გათავისუფლებულებს შორის, 10 ჯარისკაცი და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა.
„ტყვეობიდან გათავისუფლებულია 12 უკრაინელი: 10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე. დამცველები ჯარისკაცები და სერჟანტები არიან, რომლებიც ტყვედ დონეცკის ოლქში - ბახმუტის, ოპიტნოესა და ორეხოვო-ვასილიევკას მახლობლად გამართულ ბრძოლებში და ლუგანსკის ოლქის კრემენაიასა და ჩერვონოპოვკას მახლობლად აიყვანეს. ასევე დაბრუნდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც აგრესორებმა ხარკოვის რაიონის სოფელ ლიპციდან და მარიუპოლიდან აიყვანეს მძევლად“,- აღნიშნულია განცხადებაში.
საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციითვე, რუსეთის შეჭრის შემდეგ ტყვეობიდან სულ 2 005 უკრაინელი გათავისუფლდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press