Foto

ნიდერლანდებში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ნიდერლანდებში, ჰააგასა და ამსტერდამს შორის მდებარე სოფელ ვოორსხოტენთან ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. Reuters-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

როგორც ადგილობრივი საგანგებო სამსახური იტყობინება, სამგზავრო მატარებელი, რომელშიც სულ მცირე, 50 ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო შემადგენლობასთან შეჯახების შედეგად ლიანდაგებიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ავარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.