Foto

ჰერჩინსკი კრამონზე - თავისუფალი ადამიანია და თავად წყვეტს, სად და როდის მივიდეს

ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის წევრი, ის არის თავისუფალი ადამიანი და თავად წყვეტს, სად და როდის მივიდეს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინკიმ უპასუხა შეკითხვას, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლასთან დაკავშირებულ კრიტიკას შეეხებოდა.

"ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის წევრი, ის არის თავისუფალი ადამიანი და თავად წყვეტს, სად და როდის მივიდეს. სხვა კომენტარს მე ვერ გავაკეთებ",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი იმყოფებოდა.