ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი ოფიციალურად მოაწერა.
ჰაავისტოს თქმით, ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ისტორიული მომენტია.
დოკუმენტზე ხელის მოწერას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეიდან, ალიანსს 31 ქვეყანა ჰყავს.
"ფინეთი უკვე NATO-შია! გილოცავთ! დღეიდან, ალიანსს 31 ქვეყანა ჰყავს. ძლიერი პარტნიორობა პოლონეთის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების გარანტიაა",- წერს მორავეცკი.
ცნობისთვის, ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press