ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა. ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული.
ნორვეგიის მთავრობის განცხადების თანახმად, დასანქცირებულ პირთა ახალ სიაში რუსეთის ფედერაციის 87 ფიზიკური და 34 იურიდიული პირი მოხვდა.
გარდა ამისა, ნორვეგიის მთავრობამ, გაახანგრძლივა რუსების აქტივების გაყინვის ვალდებულება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა.
მთლიანობაში ნორვეგიამ სანქციები რუსეთის 1 678 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე დააწესა.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე დაამტკიცა, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ეს არის სანქციების ყველაზე მკაცრი პაკეტი, რაც ევროკავშირს აქამდე მიუღია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press