პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით, მთავრობის ინიციატივით, „თავდაცვის კოდექსის" პროექტი მომზადდა, რომელიც პარლამენტმა 80 მომხრე, 2 წინააღმდეგით, პირველი მოსმენით მიიღო.
კოდექსი თავდაცვის მიზნებზე მორგებულ სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესს და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
დოკუმენტით ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის თანახმადაც, 6, 8 და 11-თვიანი სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ. ცვლილებების პროექტი, რომელიც ფინურ და ბალტიის ქვეყნების მოდელის საფუძველზე მომზადდა, სამხედრო სამსახურის გადავადების ერთჯერად შესაძლებლობას იძლევა და მასში ასევე მოცემულია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის პირობებიც.
„თავდაცვის კოდექსის" პროექტის პირველი მოსმენით მიღებასთან ერთად, დეპუტატებმა კოდექსიდან გამომდინარე, 46 კანონპროექტიდან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტიც მიიღეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press