ვფიქრობ, რომ არის ობიექტური და ნამდვილად ასახავს იმ სურათს, რომელსაც მე ყოველდღე ვხედავ, - ასე გამოეხმაურა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
გიული ალასანიას თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ გაკეთებული დასკვნა მისთვის მძიმე იყო, მაგრამ არა მოულოდნელი, ვინაიდან ის ამ სურათს ბოლო თვეების განმავლობაში დღეში ორჯერ ხედავს.
"ვფიქრობ, რომ არის ობიექტური და ნამდვილად ასახავს იმ სურათს, რომელსაც მე ყოველდღე ვხედავ. დღეში ორჯერ შევდივარ უკვე მერამდენე თვეა და ამას ვხედავ. მძიმეა ეს დასკვნა, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელ არ იყო.
მოგვეცემა შესაძლებლობა ალბათ, რომ ეს დასკვნაც დავურთოთ იმ საბუთებს, რომელიც გვაქვს და მივცეთ შემდგომი მსვლელობა, რომ იქნებ კიდევ მოვახერხოთ გადარჩენა ჩემი შვილის", - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, დღეს სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.
როგორც დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე, მეოთხე სტადია, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება და დეპრესია.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press