მადლობა გადავუხადოთ ბატონ პუტინს ფინეთის ნატოში გაწევრიანებისთვის, რადგან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა დააჩქარა ის, რისი თავიდან აცილებაც პუტინს სურდა, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების საკითხს.
მისივე თქმით, ალიანსის მოკავშირე ქვეყნები ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებით მოხარულნი არიან, ვინაიდან ფინეთი არის ქვეყანა, რომელიც მტკიცედ იცავს გაეროს წესდების ძირითად პრინციპებს, მხარს უჭერს მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
"მადლობა გადავუხადოთ ბატონ პუტინს ფინეთის ნატოში გაწევრიანებისთვის, რადგან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა დააჩქარა ის, რისი თავიდან აცილებაც პუტინს სურდა დღეს მართლაც ისტორიული დღეა, რადგან ჩვენ მივესალმებით ფინეთს ალიანსში, საერთო მაგიდასთან და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ალბათ ერთადერთი რამ, რისთვისაც შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ ბატონ პუტინს. მან დააჩქარა რისი პრევენციაც სურდა და აიძულა ბევრი ქვეყანა იზრუნონ თავდაცვაზე", - განაცხადა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ფინეთი ოფიციალურად ნატო-ს წევრი გახდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press