ფინეთის წევრობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც ცვლის ფინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლებს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ ნატო-ში ფინეთის გაწევრიანების ცერემონიალზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ქვეყანა აძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას, სწორედ ასე იქცევა ფინეთიც, თავისმხრივ ნატო-ს წევრობა კი, ფინეთის საერთაშორისო პოზიციებს და მანევრის სივრცეს აძლიერებს.
„ფინეთის სამხედრო მიუმხრომლობის დრო დასრულდა. ახალი დრო იწყება. ყველა ქვეყანა აძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას, ასე იქცევა ფინეთიც. ნატო-ს წევრობა აძლიერებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს და მანევრის სივრცეს. როგორც პარტნიორი, დიდი ხნის განმავლობაში ვმონაწილეობდით ნატო-ს საქმიანობაში. როგორც მოკავშირე, ფინეთი წვლილს შეიტანს ნატო-ს კოლექტიურ შეკავებასა და თავდაცვაში. ფინეთის წევრობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც ცვლის ფინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლებს. ფინეთი სტაბილური და პროგნოზირებადი ქვეყანაა, რომელიც ესწრაფვის დავების მშვიდობიან გადაწყვეტას“, - განაცხადა საული ნიინისტომ.
შეგახსენებთ, დღეს ფინეთი ოფიციალურად ნატოს 31-ე წევრი გახდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press