უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად პოლონეთში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, უკრაინის პრეზიდენტის პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ლიდერები საპრეზიდენტო სასახლეში მოლაპარაკებებს გამართავენ. ასევე დაგეგმილია დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები.
პრეზიდენტის პრესსპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ანჯეი დუდას გარდა, პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის, ბიზნესის წარმომადგენლებსა და ასევე უკრაინის მოსაზღვრე ქალაქების მერებსაც შეხვდება.
ნიკიფოროვის თქმით, ანდჟეი დუდასა და ვლადიმირ ზელენსკის ერთობლივი გამოსვლა ადგილობრივი დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი.
ცნობისთვის, ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინის პრეზიდენტის ქვეყნიდან რიგით მესამე გასვლა და პირველი დაანონსებული ვიზიტია.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press