Foto

გიგაური - ელექტროენერგიის ბაზარზე იკვეთება კორუფციის რისკები

ბოლო ათი წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა 40%-ით. ცხადია, ეს გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

გიგაურის თქმით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"  იკვლევს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის მიზეზებს, კვლევაში კი კორუფციის ნიშნები იკვეთება, რადგან ელექტროენერგიის ბაზარზე არსებული შუამავალი კომპანიების მფლობელები ყოფილი თანამდებობის პირები არიან.  

"ჩვენ შევისწავლეთ ყველა ის მთავარი მოთამაშე, რომელიც ფუნქციონირებს ელექტროენერგიის სექტორში, საიდან შემოგვაქვს ელექტროენერგია, სად გაგვაქვს ელექტროენერგია და რატომ გვაქვს ის ტარიფი, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენი კვლევა ეხება 2010-2022 წელს და კვლევის შედეგად, დავადგინეთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა 40%-ით. ცხადია, ეს გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ბევრი მოქალაქე კითხვა სვამს, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ელექტროენერგიის ბაზარზე არიან შუამავალი კომპანიები და ამ კომპანიების მფლობელები ყოფილი თანამდებობის პირები არიან, აქ ჩვენ ვხედავთ აშკარად კორუფციის რისკებს. ხელისუფლებისგან ჩვენ ამ ყველაფრის ახსნა ვერ მივიღეთ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.