რომ კანონი არ უნდა იყოს პერსონალური, ჩვენ ამას თვეების განმავლობაში ვამტკიცებდით, - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
თალაკვაძე დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით პერსონალურ მიდგომას ოპოზიციას აბრალებს და განმარტავს, რომ ევროსაბჭოს მოწოდებები აღნიშნულ მიდგომასთან თანხვედრაში არ არის.
"დეოლიგარქიზაციის კანონზე ევროსაბჭომ თქვა, რომ პერსონალური მიდგომა არ უნდა იყოს კანონში. გახსოვთ ვინ ითხოვდა პერსონალურ მიდგომას? ეს იყო რადიკალური ოპოზიცია, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ კანონიც კი არ გვჭირდება, სახელი და გვარი ჩავწეროთ პირდაპირო. ამ საკითხზე ჯერ ვენეციის კომისიამ, დღეს უკვე ევროსაბჭომ თქვა, რომ კანონი არ უნდა იყოს პერსონალური, ჩვენ ამას თვეების განმავლობაში ვამტკიცებდით. პერსონალური მიდგომა ჩვენს პროექტში არ არის. ევროსაბჭოს ანგარიშების ძირითადი ნაწილები საქართველოს დაეხმარება კანდიდატის სტატუსის მიღებაში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ხაზგასმული იყო, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიმართ პერსონალური მიდგომა, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და შეიძლება პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენება მოჰყვეს.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press