Foto

თუ ოპონენტები უარს იტყვიან რუსულ გეგმაზე, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს - მდინარაძე

თუ ჩვენი ოპონენტები უარს იტყვიან რუსული გეგმის შესრულებაზე, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ უთხრა, "გლობალური ომის" პარტიის გეგმა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არ და ვერ მიღებაა.

"თუ ჩვენი ოპონენტების და ზოგადად გლობალური ომის პარტიის დღის წესრიგს მივყვებით, მაშინ რუსული კანონი კი არ იყო, რეალურად გეგმაა რუსული იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ამ გეგმას რომ მიჰყვეს ქვეყანა, რასაც ჩვენი ოპონენტები ახმოვანებენ, სინამდვილეში ეს არის კანდიდატის სტატუსის ვერ და არ მიღება, ხელისუფლების ცვლილება, მეორე ფრონტი საქართველოში, რაც აუცილებლად რუსული შედეგით დასრულდება, ჩვენი გეგმა არის სხვა.

მე შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ამ გეგმაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველო უპირობოდ მიიღებს კანდიდატის სტატუსს... თუკი, ჩვენ ვივარაუდებთ, თეორიაში მაინც, რომ ჩვენი ოპონენტები თუ უარს იტყვიან ამ რუსული გეგმის შესრულებაზე, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენი გეგმები დაემთხვევა ერთმანეთს ამ შემთხვევაში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.