“ნაცმოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება, ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარედ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ენმ-ი მხოლოდ სატელევიზიო პროდუქტს წარმოადგენს.
"ნაცმოძრაობას" არაფერი ეშველება, გინდ ახალი, გინდ ძველი სახეები წარადგინოს - ძველი-ახალი სახეები სად არიან?ერთი წლის წინ, თუ რაღაც პერიოდის წინ ახალ სახეებად რომ წარუდგინეს საზოგადოებას? სად არიან მოიკითხეთ - ზოგი რუსეთში, ზოგი სხვაგან არის და ა.შ. და ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ ახალი სახეები. არ აქვს მნიშვნელობა ვის წარადგენს, “ნაცმოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება, ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარედ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით პარტიამ გინდ ახალი სახეები წარადგინოს, გინდ ძველი და გინდ რაღაც პროგრამა დადოს, რომლისაც ამ ქვეყანაში არავის სჯერა. დამთავრებულია ეს პარტია, მხოლოდ სატელევიზიო პროდუქტს წარმოადგენს“, - ამბობს მდინარაძე.
ცნობისთვის, დღეს, 5 აპრილს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი სახეები წარადგინა. ოპოზიციურ პარტიას ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი შეუერთდნენ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press