პოლონეთის მთავრობა უკრაინას კიდევ ოთხ MiG-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს გადასცემს,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ვარშავაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დუდას თქმით, ვარშავა ასევე მზად არის კიდევ მეტი თვითმფრინავი გაგზავნოს კიევში.
"ჩვენი საწყობებიდან ოთხი MiG-29, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე გადაეცათ. უკრაინას დამატებ კიდევ ოთხი MiG-29 გადაეცემა.
ჩვენ ასევე მზად ვართ უკრაინას კიდევ ექვსი MiG თვითმფრინავი გადავცეთ, რომელთა გადაცემაც საკმაოდ სწრაფად შეიძლება. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს MiG თვითმფრინავები, რომლებიც განახლებულია ნატოს სტანდარტებზე. ჩვენ მაინც დაგვჭირდება ეს MiG",- განაცხადა დუდამ.
ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ პოლონეთი საჭიროებისამებრ შეძლებდა უკრაინაში სხვა MiG-ების გადაყვანას.
"დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ ჩვენი სხვა MiG-ების გადაყვანას, თუ საჭირო იქნება. მაგრამ ჩვენი მოკავშირეების თანხმობა იქნება საჭირო, რადგან მოდერნიზაციის შემდეგ მათ აქვთ შეერთებული შტატებიდან გადაცემული აღჭურვილობა," - დასძინა დუდამ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს დღეს, 5 აპრილს პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენმა, ანჯეი დუდამ მიიღო. დუდასთან შეხვედრის გარდა, ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცსკისთან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press