ახლა ჩვენ აშშ-სთან მწვავე კონფლიქტის ფაზაში ვართ, ვაკვირდებით ამ ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას რუსეთთან ჰიბრიდულ ომში, მათ მიერ მიღებული ზომების ფორმა უბრალოდ უპრეცედენტოა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკელები დაუფიქრებლად, პროვოკაციულად და გაუაზრებლად მოქმედებენ, ამით კი საქმე ესკალაციისკენ მიჰყავთ.
რიაბკოვმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები ილუზიებით არის დაბრმავებული, ვინაიდან მათ სჯერათ, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხება შეუძლიათ.
"ახლა ჩვენ აშშ-სთან ცხელი კონფლიქტის ფაზაში ვართ. ვაკვირდებით ამ ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას რუსეთთან ჰიბრიდულ ომში, სხვადასხვა მიმართულებებით. ამ ომის ზოგიერთი ფორმა უბრალოდ უპრეცედენტოა.
ჩვენი ამერიკელი მოწინააღდეგეები დაუფიქრებლად, პროვოკაციულად, მრავალმხრივ აბსოლუტურად გაუაზრებლად მოქმედებენ, საქმე უფრო შორს, ესკალაციისკენ მიჰყავთ, რადგან ისინი დაბრმავებული არიან თავის აბსურდულ და არაფერზე დაფუძნებული რწმენით, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხება შეუძლიათ. ეს ეჭვქვეშ აყენებს მათი ადეკვატურობის კოგნიტურ პოტენციალს. ეს, პირდაპირი მნიშვნელობით, ცეცხლთან თამაშია", - განაცხადა რიაბკოვმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press