რუსეთი გააგრძელებს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებას აფხაზეთის კომპლექსური, სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უცხოელ ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აფხაზეთის რესპუბლიკა რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე და უახლოესი მეზობელია, წელს კი დამოუკიდებლობის აღიარების და ურთიერთდახმარების გაფორმებიდან 15 წელი აღინიშნება.
"აფხაზეთის რესპუბლიკა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და უახლოესი მეზობელია. წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისა და მეგობრობის, თანამშრომლობისა და უერთიერთდახმარების შეთანხმების გაფორმებიდან 15 წელს აღვნიშნავთ. რუსეთი გააგრძელებს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებას აფხაზეთის კომპლექსური, სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის", - განაცხადა პუტინმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press