მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შესვლის საკითხი უნდა გაირკვეს ევროკავშირის წარმომადგენლობასა და იუსტიციის სამინისტროს შორის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიმართვა არ არის საჭირო იმისთვის, რომ მასთან პოლონელი ექიმები შეუშვან.
"იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილის ოჯახმა უნდა მოგვმართოს განცხადებით, რომ შემოიყვანონ უცხოელი ექიმები, ამ დროს არ არის ეს სააკაშვილის მიერ მოწვეული ექიმები, ეს სხვა ფორმატია. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 27 სახელმწიფოს დემარშის შემდეგ და ეს საკითხები უნდა გაირკვეს ევროკავშირის წარმომადგენლობასა და იუსტიციის სამინისტროს შორის, სააკაშვილის მხარე აქ არაფერ შუაშია", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press