ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონისა და დასავლეთის სხვა დედაქალაქების დაჟინებულ მცდელობებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაში დაარწმუნოს, - ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას ამტკიცებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე კონტროლის დასაბრუნებლად ახლა შესაფერისი მომენტია.
"ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონისა და დასავლეთის სხვა დედაქალაქების დაჟინებულ მცდელობებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაში დაარწმუნოს. ისინი არწმუნებენ საქართველოს ხელმძღვანელობას, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე კონტროლის დასაბრუნებლად ახლა შესაფერისი მომენტია", - განაცხადა ნარიშკინმა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press