რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადება აჩვენებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი განცხადება ცარიელი დაპირებებია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
იენს სტოლტენებრგმა ასევე აღნიშნა, რომ რაც დრო გადის რუსეთი ჩინეთზე დამოკიდებული ხდება, ხოლო ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის ლეტალური დახმარების მიწოდება ისტორიული შეცდომა იქნება, რომელსაც ღრმა შედეგები მოჰყვება.
„განცხადება, რომ ისინი განათავსებენ ტაქტიკურ შეიარაღებას, ბირთვულ იარაღს ბელარუსში მას შემდეგ, რაც მათ ხელი მოაწერეს ჩინეთთან შეთანხმებას, რომელიც საწინააღმდეგოს აცხადებს, აჩვენებს, რომ ეს ცარიელი დაპირებებია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინ პინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ მიღებული საერთო დეკლარაციის თანახმად, ქვეყნებმა არ უნდა განათავსონ ბირთვული იარაღი საზღვრებს გარეთ.
დეკლარაციის მიღების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press