ჩვენს ერებს შორის საზღვრები მომავალში არ იქნება, - ამის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა და პოლონეთი ერთიანია რუსეთთან ბრძოლაში, რომელიც ცდილობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფუჭებას.
"ჩვენს ერებს შორის საზღვრები მომავალში არ იქნება. ჩვენ ერთიანი ვართ რუსულ ბოროტებასთან ბრძოლაში, რომელიც უკვე დიდი ხანია ცდილობს ჩვენი ურთიერთობების გაფუჭებას და დღემდე ყალბ ინფორმაციას იგონებს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ", - განაცხადა ერმაკმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, სადაც ის პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press